|
2022-11-09 13:53:32, 1061 ნახვა
პოლიტიკა
გრეგოროვა - მედიის თავისუფლების კუთხით საქართველომ საკმაოდ დაიხია უკან და ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია
მედიის თავისუფლების საკითხში, საქართველომ საკმაოდ დაიხია უკან და ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ რეზოლუციის მიღებას. ჩეხი ევროპარლამენტარის განცხადებით, ანგარიშში მედიათავისუფლების საკითხთან ერთად, სასამართლოს დეპოლიტიზებაც არის შესული. "მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას პატიმრობა მიესაჯა, ეს საკითხი ანგარიშში დაემატა. ჩვენი აზრით, ეს საქართველოში მოვლენების ძალზე ცუდი განვითარებაა. ანგარიშში ჩვენ ვახსენეთ, რომ უნდა მოხდეს სასამართლოს დეპოლიტიზება და უნდა არსებობდეს უფრო ფართო მედიათავისუფლება, რადგან მედიის თავისუფლების საკითხში, საქართველომ საკმაოდ დაიხია უკან და ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია", - აცხადებს გრეგოროვა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარები, რომელთა მიზანიც საქართველოში უკეთესი დემოკრატიული სისტემის აშენებაა, მიიჩნევენ, რომ მესამე პრეზიდენტს საჭირო სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს. "ასევე ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. ჩვენი მიზანი საქართველოში უკეთესი დემოკრატიული სისტემის აშენებაში დახმარებაა. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, შედგეს გამჭვირვალე სასამართლო პროცესი, ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე. მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება. ეს ადამიანის ძირითადი უფლებებითაა განსაზღვრული. მან უნდა მიიღოს სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება, მაგრამ ასეთია ჩემი ხედვა, იდეალური გამოსავლის", - უთხრა "ფორმულას" მარკეტა გრეგოროვამ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)