|
2022-11-08 15:43:27, 962 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია სიტუაციის შეცვლა - ასეთი ინსტრუმენტი პატიმრის შეწყალებაა
საქართველოს პრეზიდენტი ევროპული აზროვნების ადამიანია, იცის, რას ნიშნავს დემოკრატია და ევროკომისიის 12 მოთხოვნა, - ასე აფასებს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალების შანსებს. როგორც ევროპარლამენტარმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია სიტუაციის შეცვლა და დროა, გამოიყენოს პატიმრის შეწყალების ბერკეტი, რათა "ევროპარლამენტში ერთი კარგი მესიჯი გააგზავნოს". "მე ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტი არის ევროპული აზროვნების ადამიანი. იცის, რას ნიშნავს დემოკრატია და რას ნიშნავს ევროკომისიის 12 მოთხოვნა. მე ვფიქრობ, მან იცის, რა არის დეოლიგარქიზაცია. მან ეს ყველაფერი შიგნიდან იცის. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია პრეზიდენტისთვის, რომ იმოქმედოს. მას შეუძლია სიტუაციის შეცვლა - ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი პატიმრის შეწყალებაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია, ამიტომ მე ვენდობი თქვენს პრეზიდენტს, მისი დროა, რომ თქვას სიტყვა და გააგზავნოს ერთი კარგი მესიჯი საქართველოდან თქვენი მეგობრებისთვის ევროპარლამენტში, რომ ჩვენ ვთქვათ, ეს არის იმედი საქართველოში, ის დაბრუნდება ევროკავშირის გზაზე",- ამბობს რასა იუკნევიჩიენე. ცნობისთვის, გუშინ, 7 ნოემბერს 12-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით, წერილით მიმართა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)