17:33 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 21:01:05, 1287 ნახვა

პოლიტიკა
IRI - საქართველოს მოსახლეობის 89% ქვეყნისთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 89% ქვეყნისთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს. 

კითზვაზე თუ რომელი ქვეყანა უქმნის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

რუსეთი - 89%
თურქეთი - 11%
აშშ - 6%
სომხეთი - 4%
აზერბაიჯანი - 3%
ირანი - 3%
ჩინეთი - 2%
ევროკავშირის - 1%
უკრაინა - 1%
დიდი ბრიტანეთი - 1%-ზე ნაკლები
არცერთი - 1%
არ უპასუხია/არ იცის - 4%.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics