|
2022-11-05 13:49:13, 1038 ნახვა
პოლიტიკა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კუპატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის (RSO) უფროსთან - ჯეიმს ულინთან და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) სპეციალურ წარმომადგენელთან - ჯორჯ ჯუზმესკისთან. სტუმრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურას და საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ. შეხვედრებზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და სხვა მიმართულებებით საქართველოში არსებული მდგომარეობა. შეხვედრის დასასრულს, თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის (RSO) უფროსს - ჯეიმს ულინს და ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) სპეციალურ წარმომადგენელს - ჯორჯ ჯუზმესკის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა სამომავლო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)