|
2022-11-04 10:40:10, 1299 ნახვა
პოლიტიკა
გრეგოროვა - ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ერთგვარი ოლიგარქია, არ შეიძლება დეოლიგარქიზაციიდან გამოირიცხოს
როდესაც ვსაუბრობთ დეოლიგარქიზაციაზე, ვსაუბრობთ ყველა ოლიგარქზე, - მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არის ერთგვარი ოლიგარქი. როგორც ევროპარლამენტარმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, თუ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არ იმოქმედებს ივანიშვილზე, მაშინ რეფორმა არ იქნება სათანადო. "როდესაც ვსაუბრობთ დეოლიგარქიზაციაზე, ვსაუბრობთ ყველა ოლიგარქზე. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთგვარი ოლიგარქი. თუ იქნება რეფორმები, რომლებიც არ იმოქმედებს მასზე, მაშინ რეფორმა არ არის სათანადოდ შესრულებული, საჭიროა, რომ სათანადოდ შეეხოს ყველას. რა თქმა უნდა, ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ ივანიშვილზე, მაგრამ მასზეცაა. ასე, რომ ივანიშვილი არ შეიძლება გამოირიცხოს, ეს პრობლემა იქნება", - ამბობს ევროპალამენტარი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პრინციპების დონეზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. პროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგ გამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)