|
2022-11-02 21:35:28, 947 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ვგმობ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობას ამყარებს
მკაცრად ვგმობ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობას ამყარებს. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან დასანანია. "თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ნიკა პატიმრობაში დარჩება 4 წლის განმავლობაში. მე მკაცრად ვგმობ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელიც სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობას ამყარებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)