|
2022-11-02 21:25:48, 966 ნახვა
პოლიტიკა
მედია - ბელარუსის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
ბელარუსის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს. მათივე თქმით, დელეგაცია, რომელსაც რუსეთის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე არტემ ტუროვი ხელმძღვანელობდა, აფხაზეთის მარიონეტული პარლამენტის თავმჯდომარემ, ლაშა აშუბამ და დეფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მიიღეს. "ჩვენს ურთიერთობებს 2023 წელს 15 წელი უსრულდება. 2008 წლის ოქტომბერში მოსკოვში, სესიის სხდომაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების მიმართვის საპასუხოდ მიღებული იყო გადაწყვეტილება, გაერთიანების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის პარლამენტებისთვის გაცემულიყო მუდმივი დამკვრვებლების სტატუსი. ჩვენ ყოველთვის მადლიერი ვიქნებით საპარლამენტო კრების ხელმძღვანელობისა და დეპუტატების მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია". - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)