|
2022-11-01 10:06:51, 1239 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ შარაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში, Frontex-ის მიერ ორგანიზებულ, საზღვრის პოლიციის 25-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ. ღონისძიების ძირითად თემას წარმოადგენდა საზღვარზე შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის მომზადება. საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასაზღვრო და სანაპირო პოლიციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის გენერალური ინსპექტორატის ხელმძღვანელთან, ვასილოი როსიანთან ორმხრივი შეხვედრა გამართეს და ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ქართული დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ FRONTEX-ის ოპერაციული რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ანა კრისტინე იორგეს. მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და FRONTEX-ის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)