22:03 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 21:41:39, 1609 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციებსა და მანიპულაციებს წერტილი დავუსვით

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციებსა და მანიპულაციებს წერტილი დავუსვით. - ამის შესახებ ირიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხი ისეთ ფენომენს ეხება, რომელთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო რეგულირება ერთადერთ ქვეყანას უკრაინას გააჩნია.

"დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი ამოცანაა, ერთის მხრივ, 12-პუნქტიან გეგმის კონკრეტულად ეს ჩანაწერი შევასრულოთ და მეორე მხრივ, პოლიტიკურ სპეკულაციებსა და მანიპულაციებს დავუსვათ წერტილი. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული სტრუქტურების მხრიდან უკრაინასთან მიმართებით გაკეთდა მოწოდება მათ მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ობიექტურ საზომად უკრაინული მოდელის გაცნობა, განხილვა და გაანალიზება იქნა მიჩნეული. სწორედ ამიტომ ჩვენ უკრაინული მოდელი განვიხილეთ. საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა იმ საკითხზე, მათ შორის, განსხვავებული აზრების ფარგლებშიც, რომ წარმოგვედგინა კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics