22:58 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-29 15:07:51, 1474 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი EU-ში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეცხრე თვეში საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის წარმომადგენლებმა პრაქტიკულად მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიაში ვრცელდება. 

მედიის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გააკეთა.

დავითაშვილის განცხადებით, საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი ევროკავშირში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს. 

"საქართველოს, რუმინეთს, უნგრეთსა და აზერბაიჯანს შორის უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება შეთანხმებას, რათა ოთხივე ქვეყანამ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. ეს არის რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია და ის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველო ევროკავშირის ენერგეტიკულ სტრუქტურებს მიუერთდეს",- განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განაცხადებით, ბაქო საქართველოს გავლით საერთაშორისო ბაზრებზე 157 გიგავატი ელექტროენერგიის მიწოდებას აპირებს.

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მარტიდან უკრაინის ენერგოსისტემა სინქრონულად იმუშავებს კონტინენტური ევროპის ENთშO-E ელექტრო ქსელთან.

მარტის ბოლოს დაიწყო ელექტროენერგიის ექსპორტი უკრაინიდან პოლონეთში, მაისში კი - მოლდოვაში, ხოლო 30 ივნისს უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის კომერციული ექსპორტი დაიწყო.

ამასთან, ივნისის ბოლოდან ევროკავშირში ელექტროენერგიის კომერციული ექსპორტის მოცულობამ 100 მეგავატი შეადგინა.

10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება დაიწყო. უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტი შეწყდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics