10:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 16:42:43, 1383 ნახვა

ომი უკრაინაში
ხარკოვში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ხარკოვის ოლქში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ბოროვსკის რაიონში აღმოჩენილ სამარხში სულ მცირე 17 ადამიანის - მშვიდობიანი მოქალაქეებისა და და სამხედროების ცხედარი იპოვეს.

"წინასწარი მონაცემებით, საფლავში სულ მცირე 17 ადამიანია დაკრძალული - უკრაინის შეიარაღებული ძალების სამოქალაქო და სამხედრო პერსონალი. გამომძიებლებმა სამი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი პირველ დღეს ამოიღეს", - აცხადებენ პოლიციაში.

ადგილობრივებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ ოკუპანტებმა დაღუპულების ცხედრები შეაგროვეს და 13 აპრილს, ორი სატვირთო მანქანით ჩამოიტანეს, ამოთხარეს 3 მეტრამდე სიღრმის ორმო და ცხედრები იქ დამარხეს, შემდეგ კი, სამარხი ტანკებით გადაასწორეს. 

სამარხიდან ამოღებულ ყველა ცხედარს სასამართლო ექსპერტიზაზე გადაასვენებენ, რათა სიკვდილის მიზეზები და მათი ვინაობა დადგინდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics