01:02 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 15:03:20, 1054 ნახვა

პოლიტიკა
ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა“ ფართოვდება - შემოგვიერთდნენ საკრებულოს წევრები ყველა მუნიციპალიტეტიდან

ანტიდასავლურ მოძრაობა „ხალხის ძალას“ მუნიციპალიტეტებიდან საკრებულოს წევრები შეუერთდნენ. აღნიშნულის შესახებ მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სოზარ სუბარს თქმით, მოძრაობამ "საქართველოს ომში ჩართვა" წარმატებით აარიდეს, თუმცა "საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული". 

"ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად სწორი და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება იყო, როდესაც  მოძრაობა "ხალხის ძალა" ჩამოვაყალიბეთ და მთავარ ამოცანად დავისახეთ, საქართველოს მოსახლეობას ღიად ველაპარაკოთ, იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველო დგას. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და  ომში ჩართვის საფრთხეებს უკავშირდებოდა და ჩვენი უმთავრესი ამოცანა, სწორედ ამის თავიდან აცილება იყო. ამის გაკეთება კი ერთადერთ ძალას შეეძლო. ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპის ამოცანა, ჩვენმა მოძრაობამ წარმატებით შეასრულა, თუმცა საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული. 

დღეს ჩვენ მოძრაობას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ერთობით გადავლახავთ ყველა სიძნელეს",- განაცხადა სოზარ სუბარმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics