|
2022-10-21 15:09:06, 1655 ნახვა
ეკონომიკა
აეროპორტების გაერთიანების დირექტორი - Wizz Air-ს საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოების პოტენციალი აქვს
ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯოზეფ ვარადი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, ჯოზეფ ვარადი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში უნგრეთის ელჩი, ანა მარია შიკო, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან ახალი მიმართულებების დამატებაზე და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეტი პირდაპირი კავშირი ევროპასთან.უკვე 10 წელია ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ავიაკომპანიასთან, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ Wizz Air-ს საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ უფრო გაფართოების პოტენციალი აქვს“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ. Wizz Air-ი საქართველოში უკვე 10 წელია ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ორი ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 14 ქვეყნის 22 მიმართულებით დაფრინავს. ,,ძალიან ვამაყობთ საქართველოსთან ურთიერთობით და ყველა იმ ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობით, რომლებიც თქვენს ქვეყანაში გვყავს. ასევე გვახარებს ის ფაქტი, რომ ვართ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ავიაკომპანია. ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეს, ვისაც მოგზაურობა უყვარს, უცხოელ ვიზიტორს, ვისაც თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლა სურს და საქართველოში ნამდვილად ბევრი რამ არის სანახავი, Wizz Air-ი აკავშირებს. უკვე 10 წელია საქართველოში ვოპერირებთ, ჩვენ ბაზაც გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დასაქმებული გვყავს ადგილობრივი მოსახლეობა, ვქმნით სამუშაო ადგილებს, იმ სერვისებისა და საჭიროებების დახმარებით, რომელსაც თქვენს ქვეყანაში ჩვენი არსებული ბაზა მოითხოვს. ძალიან გვსურს, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი საქართველოში და უფრო მეტი ბაზირებული ხომალდი განვათავსოთ ქუთაისში, რათა მეტი მიმართულება შევთავაზოთ მოგზაურობს და მეტი ადამიანი დავასაქმოთ“, – განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი პანდემიის შემდეგ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს სტუმრობს. მათ შორისაა საქართველო, სადაც ჯოზეფ ვარადი უკვე მესამედ იმყოფებოდა. თბილისში ის სოფიადან ჩამოფრინდა, შემდეგ კი პოლონეთსა და რუმინეთს ესტუმრება.
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)