13:43 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 13:14:49, 1757 ნახვა

ომი უკრაინაში
ლაიენი - ზამთრის მოახლოებასთან ერთად კაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჩაუკეტო წყალი, დენი და გათბობა, ტერორის აქტებია

ზამთრის მოახლოებასთან ერთად კაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჩაუკეტო წყალი, დენი და გათბობა, წმინდად ტერორის აქტებია,- ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვას.

მისი თქმით, რუსეთის ეს ქმედებები ახალი თავია ისედაც ძალიან სასტიკ ომში.

„გუშინ, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელა. ეს ახალი თავია ისედაც ძალიან სასტიკ ომში. საერთაშორისო წესრიგი გარკვევით გვეუბნება. ეს ომის დანაშაულებია. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზნობრივი თავდასხმა, რათა ზამთრის მოახლოებასთან ერთად კაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჩაუკეტო წყალი, დენი და გათბობა, წმინდად ტერორის აქტებია",- განაცხადა ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ 10 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბვა დაიწყო.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო.

ამასთან თავდასხმების სერია არ შეწყვეტილა. ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის დაბომბვას კამიკაძე დრონებითა და ფთოსანი რაკეტებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics