23:05 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 13:57:18, 1219 ნახვა

საზოგადოება
ბურჭულაძე - ძვირფასო ვეტერანებო, თქვენი გამოცდილებით სჭირდებით საქართველოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს

„ვეტერანების სახით საქართველოს ჰყავს ღირსების ეტალონები, გამორჩეული მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად იბრძოლეს“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტვით გამოსვლისას განაცხადა. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ვეტერანებს მათი დღე მიულოცა და ქვეყნის წინაშე მებრძოლების ღვაწლი განსაკუთრებით აღნიშნა. „დღევანდელი დღე დიდი მნიშვნელობის მატარებელია მთელი ქვეყნისთვის, ვინაიდან აღვნიშნავთ ათასობით ადამიანის ღვაწლს, გმირობასა და თავდადებას. ქედს ვიხრი თქვენი თანამებრძოლების წინაშე, რომლებიც მამაცურად დაეცნენ ბრძოლის ველზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. თქვენ ერთად დაანახეთ საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული მებრძოლი სული არასოდეს შედრკება მტრის წინაშე, მისი საშუალებებისა, თუ რიცხოვნობის მიუხედავად. ძვირფასო ვეტერანებო, თქვენი გამოცდილებით სჭირდებით საქართველოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა მან. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის უწყების სისტემური, თუ ინდივიდუალური დახმარებისთვის. ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანების დაჯილდოებაშიც მიიღო მონაწილეობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics