18:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 19:13:42, 1772 ნახვა

ომი უკრაინაში
შმიგალი - მოსახლეობა მომზადებული უნდა შეხვდეს თუ სინათლე ან სითბო გაქრება მასიური სარაკეტო შეტევების შედეგად

უკრაინელები მძიმე ზამთრისთვის უნდა მოემზადონ და საჭირო ნივთები მოიმარაგონ. - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ყველაფერს მომზადებული უნდა შეხვდეს თუ სინათლე ან სითბო გაქრება მასიური სარაკეტო შეტევების შედეგად.

„ნუ გავალამაზებთ რეალობას, ეს ზამთარი რთული იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, საფუძვლიანად მოემზადონ ზამთრისთვის. სასურველია, თითოეულ ოჯახს ჰქონდეს საჭირო ელემენტარული ნივთების მარაგი: თბილი ტანსაცმელი, სანთლები, სანათები, ე.წ. ბატარეები. მნიშვნელოვანია ამის მომზადება იმ შემთხვევაში, თუ სინათლე ან სითბო გაქრება მასიური სარაკეტო შეტევების შედეგად“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.

მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.

ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics