15:38 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 17:24:36, 1926 ნახვა

რეგიონი
იმედა ვასაძე, ნინო ნიჟარაძე და ბადრი ნაკაშიძე ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

 შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და  აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი თამაზ ნიჟარაძე.

 შეხვედრაზე ადგილობრივებს მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ  სამინისტროს პროგრამების, პროექტებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათ ასევე, ადგილზე მოისმინეს სოფლის საჭიროებები და   შესაბამისი უწყებების ჩართულობით იმსჯელეს მოგვარების გზებზე.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics