02:47 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 14:51:02, 1208 ნახვა

საზოგადოება
“საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ევროპის საფოსტო ასოციაციის “PostEurop”-ის დირექტორთა საბჭოს წევრად იქნა არჩეული

მიმდინარე წლის 3-7 ოქტომბერს, ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში, ევროპის საფოსტო ასოციაციის “PostEurop”-ის გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომელზეც “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე არჩეული იქნა ასოციაციის დირექტორთასაბჭოს წევრად 2023 წლიდან 2025 წლის ჩათვლით. 

ევროპის საფოსტო ასოციაციის “PostEurop”-ის დირექტორთა საბჭო შედგება 11 წევრისგან. ასამბლეაზე, საბჭოს წევრად, საქართველოსთან ერთად არჩეულ იქნა შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლები: შვეიცარია, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი, ნორვეგია, ავსტრია.  

ევროპის საფოსტო ასოციაცია “PostEurop” აერთიანებს 53 ევროპული ქვეყნის 55 საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მდგრად განვითარებას. ორგანიზაცია იმართება დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საოპერაციო დონეზე უზრუნველყოფს საფოსტო სექტორის სტრატეგიის განხორციელებას.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics