23:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 15:22:21, 1722 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - ნატო-ს მიმართ უკრაინის ორიენტაცია გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი

სწორედ ნატო-ს მიმართ კიევის ორიენტაცია და მისი მომავალი გაწევრიანების დადასტურება გახდა უკრაინაში  სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმი, დიმიტრი პესკოვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადის გაკეთებას.

პესკოვის თქმით, მოსკოვი უკრაინის გადაწყვეტილებასა და აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების რეაქციას ყურადღებით აკვირდება.

"კრემლმა მოისმინა უკრაინის სურვილი, შეუერთდეს ნატო-ს დაჩქარებული წესით. ჩვენ ვაკვირდებით ზელენსკის განცხადებაზე ნატოს წევრების განსხვავებულ რეაქციას. გვახსოვს, რომ სწორედ უკრაინის ორიენტაცია ნატო-ს მიმართ და უკრაინის მომავალი გაწევრიანების დადასტურება გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი 30 სექტემბერს გააკეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics