23:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-01 13:26:59, 1617 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - უკრაინული ძალები ლიმანს უახლოეს 72 საათში დაიკავებენ

უკრაინული ძალები უახლოეს 72 საათში დაიკავებენ, ან სრულად ალყაში მოაქცევენ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინის წინსვლის ფონზე, რუსული ჯარი ლიმანის შემოგარენიდან უკან დახევას განაგრძობს. 

ამასთან, ISW-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტები ლიმანიდან ტორსკოემდე მიმავალ გზას ჯერ კიდევ აკონტროლებენ, თუმცა უკრაინულმა ძალებმა დრობიშევო-ტორსკოეს გზა სტავოკის რაიონში გადაკეტეს. ასევე, წყაროების მტკიცებით, ლიმანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სვატოვო-ტორსკოეს გზატკეცილის მიმდებარედ, გაიზარდა უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების აქტივობა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა მდინარე ჟერებეცი გადაკვეთეს. 

მათივე ცნობით, 30 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი დაბომბეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics