11:22 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 21:29:40, 897 ნახვა

პოლიტიკა
ხელაშვილი - გამოვთქვამთ შეშფოთებას, ვგმობთ, ამ ვიზიტს

გამოვთქვამთ შეშფოთებას. ვგმობთ, ამ ვიზიტს. ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით. 

როგორც გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა ბელარუსის ელჩი საქართველოში და მას ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ასევე, გამოთქვა ვარაუდი, რომ ბელარუსის მხარე სრულად დაემორჩილება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს. 

„ამას გამართლება არ აქვს და საქართველო არასოდეს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან. 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა, საგანგებო ვითარებაში, ბელარუსის ელჩი საქართველოში და მოსთხოვა ახსნა-განმარტება,  რასაც ახლა ველოდებით. ეს არის დიპლომატიური თვალსაზრისით ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი ჯერ-ჯერობით. რაც შეეხება თავისთავად შედეგებს ამ ვიზიტის, ამას დაველოდოთ, წინსწრებით განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმას, რამდენადაც მე ვხვდები, ჯერ-ჯერობით მთავრობა არ გეგმავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ბელარუსის მხარე სრულად დაემორჩილება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს და არ გადადგამს რაიმე გაუთვალისწინებელ და არამეგობრულ ნაბიჯს,’’  - განაცხადა ხელაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics