11:22 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 22:47:43, 1212 ნახვა

პოლიტიკა
კირილე - ყველას მოვუწოდებ სულიერი მობილიზაციისკენ, რაც ყველა ძალის მობილიზაციას დაეხმარება

ყველას მოვუწოდებ სულიერი მობილიზაციისკენ, რაც ყველა ძალის მობილიზაციას დაეხმარება. - ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა რუსებს ქადაგების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საბოლოო ჯამში, დაეხმარება შერიგდნენ რუსეთი და უკრაინა, რომლებიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო სივრცეს წარმოადგენენ.

"ჩვენ მოვაღწიეთ საბედისწერო დრომდე, საბედისწერო დროს კი უნდა განვაახლოთ ჩვენი რწმენა, ჩვენი ცნობიერება და მეხსიერება გავამახვილოთ, დავუკვირდეთ ბევრ რამეს, რასაც ჯერ კიდევ გუშინ ყოველგვარი ყურადღებისა და დარდის გარეშე ვუყურებდით. და, აი, მაშინ ჩვენი სულიერი მობილიზაცია, რომლისკენაც მე ახლა ყველას მოვუწოდებ, ჩვენი სამშობლოს ყველა ძალის მობილიზაციასაც დაეხმარება და, ეჭვგარეშეა, ეს, ამავდროულად, საბოლოო ჯამში, დაეხმარება შერიგდნენ რუსეთი და უკრაინა, რომლებიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო სივრცეს წარმოადგენენ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics