01:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 20:09:12, 1729 ნახვა

ომი უკრაინაში
სინეგუბოვი - კუპიანკს-უზლოვი ხარკოვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოგისტიკური, სარკინიგზო კვანძი გავათავისუფლეთ

კუპიანკს-უზლოვი ხარკოვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოგისტიკური, სარკინიგზო კვანძია. - ამის შესახებ  ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისივე თქმით,  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელი კუპიანსკ-უზლოვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.

"რა თქმა უნდა, კუპიანკს-უზლოვი ხარკოვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოგისტიკური, სარკინიგზო კვანძია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე საათებიდან ის ოკუპირებული იყო და მტერი მას საკმაოდ მტკიცედ იცავდა. წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალება ეს დასახლება გაათავისუფლეს და ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებენ მას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics