13:13 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 19:21:42, 1325 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - იდეა მაქვს, რომ ერთმა მსახიობმა ორის ნაცვლად ერთ თეატრში იმუშაოს და სწორედ ამ თეატრმა გადაუხადოს სრული ხელფასი

მაქვს წინადადება, რომ ერთმა მსახიობმა 2-3-ის ნაცვლად ერთ თეატრში იმუშაოს და სწორედ ერთმა თეატრმა გადაუხადოს სრული ხელფასი. - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მსახიობები ამ იდეას დათანხმდებიან, ამ შემთხვევაში მოხდება ამ სქემის ამოქმედება.

"ამ თემაზე გადაწყვეტილება მე არ მაქვს მიღებული, თუმცა მაქვს პოზიცია. თუ გაიზიარებენ ამ პოზიციას შემოქმედებით წრეებში, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ხოლო თუ არ გაიზიარებენ, სტატუს-კვო იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის. ვგულისხმობ იმას, რომ მწირი ხელფასის გამო ერთიდაიგივე მსახიობი მუშაობს რამდენიმე თეატრში. იმის გამო, რომ თეატრებს არ ეხება მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები, გვაქვს შემთხვევა, რომ ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე თეატრში ორ ან სამ პოზიციაზე მუშაობს. მაქვს წინადადება, რომ ერთმა მსახიობმა 2-3-ის ნაცვლად ერთ თეატრში იმუშაოს და სწორედ ერთმა თეატრმა გადაუხადოს სრული ხელფასი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენენთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარეობს. მინისტრის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება.

„მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics