13:56 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 13:07:30, 1095 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ, ევროპული სტანდარტის შესაბამისად

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს.

„მოხარული ვართ ამ გადაწყვეტილების... ბუნებრივია, საქართველო უცვლელად აგრძელებს იმ კურსს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა, და ეს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ, ევროპული სტანდარტის შესაბამისად“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება კვლავაც დაიცავს ბალანსს ადამიანის უფლებების დაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის.

„დარწმუნებული ვართ, რომ როგორც პოლიციის, ისე ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის მოქმედება შემდგომშიც იქნება ძალიან კორექტული და ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებები და დაცული გონივრული ბალანსი ადამიანის უფლებას, ღირსებას და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics