13:55 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 10:55:20, 967 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ში, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ზურაბ აზარაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ტედროს ადანომ გებრეისუსთან და ტაილანდის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დონ პრამუდვინაისთან სამმხრივი შეხვედრა გამართა.

„მხარეებმა კოვიდპანდემიაზე, მის შედეგებსა და მოლოდინებზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღინიშნა, COVID-19 -მა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა, საზოგადოებისთვის გახდა ენდემური და დარჩება პოპულაციაში ისევე როგორც სეზონური გრიპი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics