13:55 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 11:29:24, 4673 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება

სპეცოპერაციაში მონაწილე თითოეული სამართალდამცველის პროფესიონალიზმზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და მოქალაქეების სიმშვიდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერმა სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

„გუშინ მთელი საქართველო დაძაბული ადევნებდა თვალს ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს. ეს იყო ძალიან მძიმე დღე, რომელიც საბედნიეროდ, კარგად დასრულდა. სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებაში დიდია ჩვენი სამართალდამცველების წვლილი. პროფესიონალურად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ მოიტანა ის შედეგი, რომ მძევლად მყოფი ყველა მოქალაქე უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს და დაკავებულია მძარცველი. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სპეცოპერაციაში მონაწილე თითოეულ სამართალდამცველს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics