07:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 15:33:35, 1853 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრძოლებში დაიღუპა უკრაინის დამსახურებული არტისტი, ეროვნული ოპერის ბალეტის მოცეკვავე ალექსანდრე შაპოვალი

დონეცკის რეგიონში ბრძოლებში დაიღუპა უკრაინის დამსახურებული არტისტი, ეროვნული ოპერის ბალეტის მოცეკვავე ალექსანდრე შაპოვალი. ამის შესახებ გამოცემა "ახალგაზრდა უკრაინის" მთავარი რედაქტორის მოადგილემ ვალენტინა სამჩენკომ განაცხადა. მოცეკვავე შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და ყუმბარმტყორცნი იყო.

ჟურნალისტმა დააზუსტა, რომ შაპოვალი 12 სექტემბერს მაიორსკთან ბრძოლაში დაიღუპა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ნაციონალური ოპერის პრიმა ბალერინა ეკატერინა კუჰარმაც დაადასტურა. „გამოჩენილი არტისტი იყო, ჩვენი თითოეული ნაწილი ასეთი ცხოვრებით იყო სავსე... იმიტომ, რომ ის იმ მცირერიცხოვანთაგანია, ვინც სცენაზე ცხოვრობდა... ახლა კი მისი ცეკვა მარადიული გახდა“. - დაწერა ბალერინა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ აღნიშნა, რომ რუსული ჯარები ახლა აგრძელებენ ძალისხმევის კონცენტრირებას დონეცკის რეგიონის სრულ აღებაზე და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთში ადრე ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე.

24 თებერვალს რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით შევიდნენ. მან სამხედრო ოპერაციის მიზნად უკრაინის „დენაზიფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ უწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ჰქონდა მხედველობაში. შეჭრის დაწყებიდან ნახევარ წელზე მეტია რუსეთი ოკუპირებულია ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, დონეცკის და ხარკოვის ოლქების ნაწილებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics