13:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-10 10:37:30, 1355 ნახვა

საზოგადოება
პროკურორებმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებისთვის სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შაორის და ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებში, ახალგაზრდებისთვის სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრები გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით მოწყობილ ბანაკებში, სხვა შემეცნებით აქტივობებთან ერთად განსაზღვრული იყო სესია სამართლებრივ საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც პროკურორებმა ახალგაზრდებს პროკურატურის საქმიანობის, მისი ფუნქციების და უწყებაში დასაქმების თაობაზე ინფორმაცია გააცნეს. ასევე, პროკურატურის თანამშრომლებმა მონაწილეებთან ერთად კიბერბულინგის და კიბერდანაშაულის პრევენციის საკითხები განიხილეს.
 
„შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს. 
 
საქართველოს პროკურატურა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics