20:48 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 16:15:34, 796 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩუსი - დეოლიგარქიზაციაზე საუბრის დროს ყოველთვის კონკრეტული ადამიანები გვყავს მხედველობაში

როდესაც დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის კონკრეტული ადამიანი, ან ადამიანები გვყავს მხედველობაში. - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს ფარული დაბრკოლებები მედიის თავისუფლების მხრივ, რაც არ უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში. 

" მე ვიცი, რომ საქართველოში ტექნიკურად არხის დარეგისტრირება ადვილია, მაგრამ არსებობს კიდევ არხების დაფინანსება, ანუ არის რაღაც ფარული დაბრკოლებები მედიის თავისუფლების მხრივ, რაც არ უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, როდესაც დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის კონკრეტული ადამიანი, ან ადამიანები გვყავს მხედველობაში. აქ მთავარია, რომ ისეთი გარემო შეიქმნას, რომელშიც ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ჩრდილიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მართვას. ანუ, ადამიანს, ვინც არჩეული არ არის, ვერ ექნება გავლენა არჩეულ ინსტიტუტებზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics