12:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 13:15:41, 1451 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამ ბრალდებულს 19 -19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 20 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა  კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ავტომანქანაში მყოფ თანასოფლელის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. 

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები 21 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება ჯგუფურად,  დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეძენა, შენახვა, ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე წარედგინათ. 

სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 19 -19  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics