|
2022-09-05 13:21:48, 948 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ხანძრების სამომავლო მშენებლობების გეგმებთან დაკავშირება მიზანმიმართული სიცრუეა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის შემოგარენში ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის თემას გამოეხმაურა და მის შესაძლო კავშირს იქ სამომავლო მშენებლობების გეგმებთან, მიზანმიმართული სიცრუე უწოდა. თბილისის მერის თქმით, წარსულს ჩაბარდა ის პრაქტიკა, როდესაც მშენებლობები რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხორციელდებოდა. „საბედნიეროდ, ჩვენი ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, როდესაც ხდებოდა ტყეების გაჩეხა, რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ამას აკეთებდნენ. ჩვენ და პირადად მე კი, არაერთი მნიშვნელოვანი სივრცე დავუბრუნეთ დედაქალაქს. ჩვენ ეს მიდგომა გვექნება. რაც შეეხება ზონებს, როდესაც ხდება ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ აუცილებლად ტყე უნდა იყოს ან ხეები იყოს დარგული“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ სახანძრო ეკიპაჟების დაგვიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასევე, დეზინფორმაცია უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება. „ეს არის ტყუილი. თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში და ეს არ არის პირველი შემთხვევა. საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. ჩვენ გვყავს გმირი მეხანძრე-მაშველები. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც მათ გააკეთეს ბორჯომის ხეობაში, იმისთვის, თუ როგორ ემსახურებიან ამ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს. თავისი სიცოცხლის ფასადაც მზად არიან, ყოველდღიურად ემსახურონ სამშობლოს. თქვენ კი ცდილობთ, ტალახი ესროლოთ ადამიანებს, ჩრდილი მიაყენოთ, მაგრამ არაფერი გამოგივათ. თქვენს ბინძურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)