11:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-03 12:47:28, 2916 ნახვა

ომი უკრაინაში
გუდკოვი - პუტინის გარემოცვას არ სჯერა რუსეთის გამარჯვების

პუტინის გარემოცვას არ სჯერა რუსეთის გამარჯვების. - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გენადი გუდკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინის ახლო გარემოცვას ქონების დაკარგვის ეშინია.

"მათ რომ რაიმეს გაკეთება შეეძლოთ, დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ. მათ ხომ არანაირი შემაკავებელი ფაქტორები არა აქვთ. არც მორალური, არც ადამიანური, არც თანაგრძნობა და არც სინდისი. ეს არის ხალხი, რომელმაც ამოწურა ყველანაირი რესურსი და ეს მშვენივრად იციან. უბრალოდ ახლა მატვიენკოს და სხვებს სურთ, პუტინს და მის გარემოცვას შეახსენონ, რომ მათთან ერთად არიან და ერთგულებას ინარჩუნებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უბრალოდ წაართმევენ იმ მილიარდებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იშოვეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics