|
2022-09-02 12:55:46, 1145 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - შეიძლება ვინმეს თანამშრომელი უსმენს, მე რა ვიცი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, მოსმენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მმართველი გუნდი ეხმაურება. როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, ამტკიცებს პრეზიდენტს მოსმენებთან დაკავშირებით არასწორი განცდა აქვს. "შეიძლება ვინმეს ვინმე თავის თანამშრომელი უსმენს მე რა ვიცი, რა გავაკეთო ეხლა როგორ გითხრათ. ქუჩაში იყიდება პატარა ჩამწერი მოწყობილობები. თუ პრეზიდენტს აქვს განცდა, მე მგონია მცდარი განცდაა. მე მაგალითად არ მიჭირს ტელეფონით საუბარი, არ მიჭრის ოთახში დავჯდე და ვინმეს ვესაუბრო, მათ შორის ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არ მინდა სხვამ გაიგოს. არ მაქვს ეს განცდა" განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე მოსმენებთან დაკავშირებით ისაუბრა. ცნობისთვის, ე.წ. მოსმენების კანონი ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)