12:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 10:31:43, 2316 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - შეიარაღებულმა ძალებმა მტრის შეტევა სამი მიმართულებით მოიგერიეს

რუსი დამპყრობლები შეტევაზე სამი მიმართულებით გადავიდნენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს მტრის წინსვლა სლავიანსკის, ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით,- აღნიშნნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათი თქმით, დაბომბვა ტანკებიდან, ქვემეხი არტილერიიდან და MLRS დაფიქსირდა.

„მტერმა გამოიყენა სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები. სცადა უაზრო დაზვერვის განხორციელება დოლინას დასახლების მიდამოში, განიცადა ზარალი და უკან დაიხია. 

გარდა ამისა, ბახმუტის მიმართულებით, მტერმა დაბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ბახმუტსკოეს, შუმოვთან, იაკოვლევკას, ზაიცევოსა და კოდემასთან. ავიადარტყმები მიაყენა იაკოვლევკასა და კოდემას რაიონებში. მან განაგრძო საჰაერო დაზვერვის ჩატარება უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით. 

დამპყრობლებმა შეუტიეს ავდიივკას, ვოდიანოეს, ვესელის, მარინკას, ალექსანდროპოლის და ტონენკოეს რაიონებს. ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მტერმა შეტევითი ბრძოლები პერვომაისკის რეგიონში დაიწყო, მაგრამ ყველაფერი წარუმატებელი აღმოჩნდა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ მანამდე რუსული ჯარები კონცენტრირებულნი იყვნენ დონბასის აღებაზე. 

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კვირას დილით აცნობა, 28 აგვისტოს, შეაჩერეს დამპყრობლების შეტევა სლავიანსკის, ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics