17:34 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-28 14:27:01, 1588 ნახვა

საზოგადოება
თურქეთში, სტამბოლში გამართულ საერთაშორისო გამოფენა -კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდმა ოქროს მედალი მოიპოვა

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდმა ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ მონაწილეები, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტო საუკეთესო სტენდის ნომინაციაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული თაფლის მწარმოებელი 8 კომპანიის სხვადასხვა სახეობის ქართულ თაფლი, მათ შორის ჯარას თაფლი.
APIMONDIA 2022 24 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics