12:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-25 18:28:39, 3775 ნახვა

ომი უკრაინაში
Human Rights Watch - უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენება

დღემდე, უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ტერიტორიაზეც კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენება.,- აღიშნულის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ანგარიშს აქვეყნებს.

მათი თქმით, რუსეთის არმიამ უკრაინის 24 რეგიონიდან მინიმუმ 10 კასეტური საბრძოლო მასალიტ დაბომბა.

წინასწარი შეფასებით, თებერვლიდან ივლისამდე უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის თავდასხმებს 689 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

„2022 წელს რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა როგორც ძველი კასეტური საბრძოლო მასალები გადარჩენილი მარაგებიდან, ასევე ახალი, ახლახან შემუშავებული ნიმუშები. რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, არსებული მონაცემების საფუძველზე, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ უკრაინაში 2022 წელს გადატანილ არტილერიას შორის გამოყენებული იარაღი, შეიძლება ჩაითვალოს კასეტურ საბრძოლო მასალად“, - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, Human Rights Watch, დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უკრაინის არმიის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების ორ შემთხვევას ავრცელებს.

„რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა მიატოვონ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება და შეუერთდნენ 2008 წლის საერთაშორისო კონვენციას, რომელიც კრძალავს ამ ტიპის იარაღს“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ეუთოს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ რუსული არმია უკრაინაში ცეცხლგამჩენ და კასეტურ ბომბებს, ფოსფორის ბომბებსა და თერმობარულ იარაღს იყენებს .

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics