|
2022-08-15 14:35:26, 1455 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება რთველის სუბსიდირებას წელსაც მოახდენს. პრემიერის თქმით, ვინაიდან საქართველოსთვის მეღვინეობა სტრატეგიულ დარგს წარმოადგენს, მთავრობას სუბსიდირება 150 მილიონი ლარი დაუჯდება. „წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას.1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი, არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. უკვე გვქონდა მათთან კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით, 300 ათას ტონა მოსავალს და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ყველა გამოწვევის, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სუბსიდირება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება 150 მილიონი ლარი. ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და დადასტურებულია, რომ სწორედ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)