19:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-13 13:41:32, 1605 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - უკრაინის გამარჯვებისთვის აუცილებელია რუსებისთვის სავიზო აკრძალვა, ნავთობის ფასის შეზღუდვა, გაზის ემბარგო

რუსეთის დასამარცხებლად აუცილებელია რუსებისთვის სავიზო აკრძალვა, ნავთობის ფასის შეზღუდვა, გაზის ემბარგო და იარაღი. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებისთვის საჭიროა რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარება.

"​ეს ნაბიჯები დაგვეხმარება რუსეთის დამარცხებაში, რომ განადგურდეს მისი ეკონომიკა, არმია და ასევე წაერთვას დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლისა და შანტაჟის სურვილი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics