06:38 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 14:40:13, 888 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი დეგნანზე - საინტერესოა რა მიზანი ქონდა ხელისუფლების ზურგს უკან ივანიშვილთან შეხვედრას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის ელჩის, კელი დეგნანისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა.

პაპუაშვილს აინტერესებს,  რა მიზნით შეხვდა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს "ხელისუფლების ზურგს უკან".

"მგონია, რომ საკმარისად მოვისმინეთ სხვადასხვა სახის განმარტებები, კითხვები, პასუხები თუ ასე შემდეგ და მგონი შეგვიძლია, ორი რამ დავასკვნათ. ერთი - არანაირი სანქცია კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ არ არსებობს, ეს დადასტურდა და მეორე - ამერიკის ელჩს ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ომის შემდეგ.ეს ორი ფაქტი დადასტურდა აქედან დასკვნები ჩვენ უნდა გამოვიტანოთ.

კერძოდ, პირველ შემთხვევას რაც შეეხება, თუკი არანაირ სანქცია არ არსებობს, მაშინ რა იყო ეს დაბარება და მოსამართლის მოხსნა იმ პროგრამიდან, რომელშიც ის იყო. იყო ეს თვითნებობა საელჩოს რომელიმე თანამშრომლის თუ არა. მეორე - როდესაც ხდება საქართველოს ხელისუფლების ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას. რა თქმა უნდა, ეს საკითხები არის, რომელიც ტრიალებს და რომელიც ფაქტებიდან გამომდინარე რჩება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics