|
2022-07-21 21:23:06, 1107 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ევროპარლამენტარებს - მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერის განეიტრალება EU-ს მხრიდან
ჩვენ განვმარტეთ დელეგაციის წინაშე ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზავიის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ეს ეს ჩანაწერები და დოკუმენტი ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერის განეიტრალება EU-ს მხრიდან. "ჩვენ განვმარტეთ დელეგაციის წინაშე ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზავიის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ეს ეს ჩანაწერები და დოკუმენტი ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის და ნუ, არ ვიცი, ეს იყო ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხების გარეთ გამოტანა არ არის ჩვენი პრეროგატივა, მე შემიძლია გითხრათ რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციები იქნება მხედველობაში მიღებული სამომავლოდ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)