03:37 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 13:16:35, 667 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენი ფიქრები და ლოცვები აბე შინძოს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, საქართველო იაპონიის გვერდით დგას!

ჩვენი ფიქრები და ლოცვები აბე შინძოს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვიტერში" განაცხადა.

 მთავრობის მეთაური იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ აბე შინძოზე მომხდარ თავდასხმას  ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო იაპონიის გვერდით დგას.

 „ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს აბე შინძოზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და  ოჯახის გასამხნევებლად. საქართველო იაპონიის გვერდით დგას!“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქალაქ ნარაში, სიტყვით გამოსვლისას, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს უცნობმა მამაკაცმა ესროლა, რომელიც თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიტიკოსი ფილტვებისა და კისრის არეში დაჭრეს.

მსროლელი პოლიციამ მაშინვე დააკავა, რომელიც 41 წლის ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics