08:46 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 00:39:47, 2018 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: არავითარი ჯგუფური შეტევა არ ყოფილა, ეს იყო პროპორციული პასუხი უმძიმეს პროვოკაციაზე

არავითარი ჯგუფური შეტევა იქ არ ყოფილა, ეს იყო პროპორციული პასუხი უმძიმეს პროვოკაციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „იმედი LIVE“-ში აშშ-ის საელჩოში ვატო წერეთელთან მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

„არავითარი ჯგუფური და არავითარი შეტევა იქ არ ყოფილა. მე მასთან მივედი იმისთვის, რომ მეკითხა როგორ გაბედა ასეთი უბინძურესი პროვოკაცია. არავითარი სხვა დამოკიდებულება იქ არ ყოფილა. მან შემდეგ განაგრძო ასევე ბინძური პროვოცირება, რაზეც პროპორციული პასუხი მიიღო. მე არ მიკადრია ის, რაც მან იკადრა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics