06:11 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 21:41:23, 1399 ნახვა

ომი უკრაინაში
ტრასი - ჯერ უნდა დამარცხდეს რუსეთი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მოლაპარაკებები შესაძლებელი

რუსეთი ჯერ უნდა დამარცხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ არის რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელი. - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

მისივე თქმით, უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი წარსულიდან, მინსკის პროტოკოლის მარცხი მაგალითად, იმისთვის, რომ შევძლოთ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა.

"არიან ისეთები ვინც ამბობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს მოლაპარაკებების შესაძლებლობა ახლა, მაშინ, როცა რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაშია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ყალბ მშვიდობას მოიტანს და მომავალში დამატებით აგრესიას გამოიწვევს.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი წარსულიდან, მინსკის პროტოკოლის მარცხი მაგალითად, იმისთვის, რომ შევძლოთ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა. ამიტომ, ჩემი ძლიერი მესიჯია, რომ ჩვენ ჯერ უნდა დავამარცხოთ რუსეთი და შემდეგ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics