08:44 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 17:23:46, 745 ნახვა

პოლიტიკა
NATO-ს ქვეყნებმა შეიმუშავეს კონცეფცია, სადაც რუსეთი აღიარებულია, როგორც საფრთხე ალიანსისთვის

NATO-ს წევრმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ახალი სტრატეგიული კონცეფცია სადაც რუსეთი პირდაპირ არის აღიარებული როგორც ალიანსის უსაფრთხოების საფრთხე. - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთი იძულების, დივერსიის, აგრესიისა და ანექსიის გზით ცდილობს გავლენისა და პირდაპირი კონტროლის სფეროების შექმნას.

„რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ რეგიონში“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics