10:40 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 19:50:09, 1067 ნახვა

პოლიტიკა
შუახევის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
პროგრამა, დაბა შუახევში პირველად ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 60 000 ლარია. 

ღონისძიებას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე, ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. იდეების ავტორებმა, ისაუბრეს პროგრამის ფარგლებში წარდგენილი პროექტების შესახებ. 
ღონისძიებაში მონაწილეობდა ადგილობრივი ანსამბლი ,,ნაი“, მოეწყო  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოგზაური ბიბლიოთეკის დათვალიერება - ფოტოების გადაღება, საინფორმაციო, შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები.

პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ - ფარგლებში. პროგრამის საინფორმაციო მხარდამჭერია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (IJH).

 



 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics