|
2022-06-27 16:16:48, 826 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კომაროვის STEM ბანაკის ფარგლებში ტექნოლოგიების დღე გაიმართა
“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით კომაროვის STEM ბანაკის ფარგლებში ტექნოლოგიების დღე გაიმართა. “საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, “საქართველოს ბანკი”, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია განათლების მხარდაჭერასა და ტექნოლოგიური პროფესიების პოპულარიზაციას აქტიურად აგრძელებს. „ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში STEM ბანაკის მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიების დღე გაიმართა. ლექციაზე საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ისაუბრა თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი, Meta და მისი მომავალი. ასევე, ალგორითმული ექსპერიმენტები, Blockchain ტექნოლოგიები და მისი გამოყენების პრაქტიკული მაგალითები. შეხვედრაზე საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა, მედეა ტაბატაძემ კი ისაუბრა მომავლისა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე. „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველი, კომაროვის STEM ბანაკი 26 ივნისს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებებით დაინტერესებული X და XI კლასის 60 მოსწავლე ბაკურიანში იმყოფებოდა. მოსწავლეები ძირითადად რეგიონების სკოლებიდან შეირჩნენ და ისინი ზაფხულის არდადეგების ერთ კვირის განმავლობაში შეხვდნენ STEM მიმართულებებით ქვეყნის გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს; გაიღრმავეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა; გაიცნეს მსგავსი ინტერესების მქონე მოსწავლეები მთელი საქართველოდან; მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ფიზიკურ და გასართობ აქტივობებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, კომაროვის ზაფხულის სკოლა ინოვაციური პროექტია, რომელიც აგებულია ბრიტანული საზაფხულო სკოლის მოდელზე, თუმცა ადაპტირებულია მოსწავლეების ინტერესებთან და საჭიროებებთან. „ ბანაკის მიზანი მომავალი STEM ლიდერების აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობების შექმნით მათი ტალანტის რეალიზების ხელშეწყობაა. ბანაკში მთავარი აქცენტი მათემათიკის, ფიზიკის, ქიმია-ბიოლოგიისა და ტექნოლოგიების სპეციალური, საინტერესო და ექსპერიმენტული ფორმით სწავლებაზე იყო გაკეთებული. მთელი პროგრამა ორინეტირებული იყო, რომ მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ რამდენად მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია ეს დისციპლინები. საქართველოს ბანკი“, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ახალაგაზრდების მოტივირებას, პროფესიის შერჩევის დროს მათ მხარდაჭერას და ტექნოლოგიურ პროფესიებზე ცნობადობის ზრდას. სწორედ ამიტომ, კომაროვის STEM ბანაკს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკი“ უწევდა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)