12:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 13:00:30, 1144 ნახვა

საზოგადოება
შსს - მცხეთა-მთიანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანისთვის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანის პროცესი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოქალაქეთა გამოყვანა ხორციელდება სოფლებიდან კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგლი.

„რეგიონში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ, დღეს დილიდან კი, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო”,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics