04:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 18:26:55, 1596 ნახვა

ომი უკრაინაში
სარაკეტო იერიში ჩერკასის რეგიონზე - ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა

რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის ჩერკასის რეგიონზე, განაცხადა ჩერკასის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ ტაბურეცმა.

ტაბურეცმა მოსახლეობას მოუწოდა, არ განათვსონ შემთხვევის ადგილას გადაღებული ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში, რათა განმეორებითი თავდასხმა არ მოხდეს.

"ერთი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა", - განაცხადა მან.

პრორუსული ტელეგრამის არხები წერენ, რომ ჩერკასის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის სამიზნე შეიძლება იყოს სარკინიგზო ხიდი დნეპერზე. მისი მეშვეობით უკრაინელებს იარაღი და საწვავი გადაჰქონდათ.

რუსული შემოჭრის დაწყების შემდეგ, ჩერკასმა დიდწილად თავიდან აიცილა რუსული დარტყმები, მაგრამ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმების ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ორი დღის განმავლობაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics