12:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 15:16:52, 1074 ნახვა

საზოგადოება
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე JICA-ს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ჰიროიუკი მორს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს

 უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა მიწის სააგენტოს წინაშე მდგარი ის ამოცანები განიხილეს, რომელიც უწყებას მოკლე და გრძელვადიან პერიოდში აქვს განსახორციელებელი. ხაზი გაესვა სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების საკითხებში JICA-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გიორგი მიშელაძემ ყურადღება სააგენტოს მთავარ ფუნქციებზე, მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნაზე, მიწათსარგებლობის მონიტორინგზე გაამახვილა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სატელიტური მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას,  რასაც შესაბამისი სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა და კვალიფიციური კადრები სჭირდება.

მხარეებმა წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს, პირველ რიგში, კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

შეხვედრას JICA-ს პროექტების ფორმულირების მრჩეველი იშიი ჰოძუმი და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზაქაიძე ესწრებოდნენ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics